ინფორმაცია კომპანიის შესახებ
კომპანია “კომფორტ ჰაუსი” დაარსდა 2017 წელს. იდეა მოგვაწოდა ბაზრის მოთხოვნილებამ, რომელიც ვერ ამაყოფილებდა მომხმარებლების მზარდ მოთხოვნებს. მიზნად დავისახეთ დიასახლისებისათვის ხარისხიანი,ხელმისაწვდომი და კომფორტული თეთრეულის(სარეცხის) საშრობების შეთავაზება. პირველ ეტაპზე მომხმარებელს შევთავაზეთ უკრაინული წარმოების ჭერზე და კედელზე დასამაგრებელი 5 მილიანი საშრობები,რომლებიც დღემდე რჩება მოთხოვნად პროდუქტად. პარალელურ რეჟიმში ვეწეოდით სხვადასხვა სახეობის მაღალი ხარისხის საშრობების მოძიებას ევროპის ქვეყნებში.
2019 წელს ჩვენი არჩევანი შევაჩერეთ ავსტრიელ მწარმოებელზე “ARTWEGER”.-კომპანია თავისი თითქმის საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მუდმივად ახერხებდა ერთგული კლიენტების გაოცებას და შენარჩუნებას ხარისხის ზრდის ხარჯზე. მათი მოქნილი მიდგომა კლიენტების მიმართ,რაც გამოიხატება ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში,საგარანტიო ვადების ზრდაში, განაპირობებს გაყიდვების მუდმივ ზრდას. ჩვენს ასორტიმენტს ჩამონათვალში დაემატა მათ მიერ წარმოებული პრემიუმ ხარისხის კედელზე დასამაგრებელი დასაკეცი საშრობების მრავალფეროვანი არჩევანი.
2020 წლიდან ჩვენი კომპანია გახდა პოლონური ბრენდის “FAMILIA”-ს წარმომადგენელი საქართველოში. “FAMILIA” არის პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა ჭერზე დასამაგრებელი საშრობების მიმართულება. ევროპული ხარისხი და მრავალწლიანი გამოცდილება სრულად არის რეალიზებული მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაში. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ მიერ წარმოებულ 5, 6 და 7 მილიან ჭერზე დასამაგრებელ სარეცხის საშრობების კონსტრუქციებს. ასევე ჩვენს ასორტიმენტს დაემატა მათ მიერ წარმოებული კედელზე დასამაგრებელი საშრობები,სარჭები და ა.შ.
“კომფორტ ჰაუსი”-ს პროდუქცია თბილისში შეგიძლიათ შეიძინოთ კომპანია “ჯაოკენი”-ს შოურუმში,”დომინო”-ს ყველა ფილიალში, “ბრიკორამა”-ს სავაჭრო ცენტრში. ჩვენი პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ასევე შეუძლია რეგიონებში. ჩვენი პარტნიორი,ერთ-ერთი მსხვილი კომპანია “ჯაოკენი” თავის ფილიალებში ქუთაისში,სენაკში და ბათუმში შემოგთავაზებთ ჩვენი პროდუქციის სრულ ჩამონათვალს.
“კომფორტ ჰაუსი” ასევე ანხორციელებს პროდუქციის ონლაინ გაყიდვა-მიწოდებას თბილისის ფარგლებში. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია გაგიწიოთ კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მეშვეობით ტექნიკური დახმარება,რაც გაგიმარტივებთ საშრობის მონტაჟის პროცესს.
ჩვენი მიზანია ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და კმაყოფილი მომხმარებელი!
ზოგავ სივრცეს-იქმნი კომფორტს!